გურამ ადამაშვილი: მჯერა, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება წარსულში, ნუ დავიზარებთ არჩევნებზე მისვლას

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.
ამის შესახებ ადამაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, პატრიოტიზმის საკითხი წყდება დღეს, საარჩევნო ყუთებთან და სწორედ ამიტომ, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე.
„სურვილი და თხოვნა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს.
მეგობრებო, დღეს არის საქართველოს უახლოესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.
დღეს არის დღე, ჩვენი ეროვნული ღირებულებების გადარჩენის. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის გავიღოთ მცირე დრო და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან. ნუ მივცემთ მავანს და მავანს წარსულში დაბრუნების საშუალებას.
მჯერა, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება წარსულში. ჩვენ გვინდა მშვიდობიან და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენი საქართველო, ის, რაც წინაპრების სისხლით მოვიდა აქამდე, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაძლიეროთ.
მოგმართავთ მეგობრულად და გთხოვთ, ჩემი თხოვნა მიიღოთ, როგორც ერთი რიგითი ქართველი ახალგაზრდის მოწოდება, რომელსაც სურს, რომ საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებები იყოს დაცული, თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს სრულყოფილი განათლების მიღებისა და თვითრეალიზების საშუალება, უფროს თაობას კი ღირსეული ცხოვრების პირობები.
მარტო სუფრასთან ნუ ვიქნებით პატრიოტები, პატრიოტიზმის საკითხი წყდება დღეს, საარჩევნო ყუთებთან. ნუ დავიზარებთ არჩევნებზე მისვლას“,-წერს გურამ ადამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები