კახა კალაძე: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა.
​როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა დასძინა,რომ ამას ამომრჩეველი წყვეტს.
”მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა. ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, ქვების სროლა და ერთმანეთის ხელკეტებით დევნა. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ ეტაპზე. მე ვისურვებდი, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები