ლაშა გოლუბიანი: მინდა, ირაკლი შიხიაშვილს მხარდაჭერა აღვუთქვა

პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაშა გოლუბიანმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სამგორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ირაკლი შიხიაშვილს. გოლუბიანმა თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ ირაკლი შიხიაშვილს.
„მე მჯერა ბატონი შიხიაშვილის. ჩვენი პარტია ფინანსების ნაკლებობას განიცდის და აქედან გამომდინარე მაქვს გამარჯვების ნაკლები შანსი. რეალისტები უნდა ვიყოთ. მინდა, ირაკლი შიხიაშვილს მხარდაჭერა აღვუთქვა, ჩემი სახით ერთი მეგობარი შევთავაზო. არ მინდა, ჩვენი ხმები გაიყოს.
ყველა ჩემს მხარდამჭერს, ქომაგს, მეგობარს მოვუწოდებ, მაჟორიტარად ირაკლი შიხიაშვილი შემოხაზონ, ხოლო რაც შეეხება პარტიას, 7 ნომერი „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” შემოხაზონ. მე პარტიას არ ვემიჯნები, ვრჩები ბატონი თამაზის გვერდით, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება – მე მხარს ვუჭერ ირაკლი შიხიაშვილს და ვდგები მის გვერდით”, – განაცხადა გოლუბიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები