დავით ბაქრაძე: არჩევნებს სიმშვიდით და ერთად დგომით მოვიგებთ

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, დავით ბაქრაძე „ვარდების მოედანზე“ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს. ბაქრაძის განცხადებით, “ნაციონლაური მოძრაობა” არჩევნებს სიმშვიდით და ერთად დგომით მოიგებს.
“ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც შეგვიქმნეს. საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მანქანაში აფეთქებენ პოლიტიკურ ლიდერს. მინდა თანადგომა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვინც გუშინდელი ტერორისტული აქტის შედეგად დაშავდნენ. თუ ვინმეს ეგონა, რომ დაგვაშინებდა, მწარედ გავუცრუეთ იმედი ამ აქციით და ერთად დგომით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები