სერგეენკო: გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, ერთის კი უკიდურესად საყურადღებოა

ყოფილი “პირიმზის“ შენობასთან გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, ერთის კი უკიდურესად საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სერგეენკომ განმარტა, ოთხი პაციენტიდან ერთ-ერთის-31 წლის მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და ის მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
„გარკვეული პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა ეს არის საყურადღებო პაციენტი და რა თქმა უნდა, კლინიკის ექიმებთან ერთად მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის. ახლახან დასრულდა კონსილიუმი, სადაც განისაზღვრა მისი მკურნალობის ახალი ტაქტიკა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი ინფორმაციით, გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებას სულ ხუთმა პაციენტმა მიმართა, ერთმა მათგანმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები