ევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭოს წევრები დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს. შეხვედრა დღეს დილით ბრიუსელში გაიმართა.
ელჩები ევროპარლამენტთან მოლაპარაკების საწარმოებლად კონკრეტულ პირს მიავლენენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, იუწყება. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ყველა პროცედურა, რაც ევროპარლამენტის სხდომაზე საკითხის გატანამდე უნდა განხორციელებულიყო. „მოამბის“ ცნობით, ამ საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა, თვის ბოლოს გაიმართოს.
ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა ადრეც გამართეს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები