აკაკი ჩხაიძის და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს და წინასაარჩევნოდ გურულებს „ნათელ“ მომავალს ჰპირდება. თუმცა შევარდნაძის დროინდელი მილიონერი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ჯერ საკუთარი დისთვის რომ შეექმნა ელემენტარული საარსებო პირობები.
აკაკი ჩხაიძის და – ნანული ჩხაიძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და სოციალური დახმარების, უფასო სასადილოსა და კეთილი მეზობლების იმედზეა დარჩენილი.
ცნობისათვის, აკაკი ჩხაიძე „საქართველოს რკინიგზას“რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა. 2004 წელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ციხე 3 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ დაატოვებინეს.
როგორც ამბობენ, ჩხაიძე კვლავ სარკინიგზო ბიზნესშია, მხოლოდ ამჯერად უკვე – აზერბაიჯანსა და თურქეთში.
წყარო: itv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები