თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება

4 ოქტომბერს თბილისის ორ რაიონს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც “კვირას” კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება დიდუბის და საბურთალოს რაიონებს.
დიდუბის რაიონი – 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები