ლარი დოლართან მიმართებაში მცირდით გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირდით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3277 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3297 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6159 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები