მედიცინის დარგში ნობელის პრემია იაპონელმა ბიოლოგმა მიიღო

იაპონელი ბიოლოგი იოსინორი ოსუმი მედიცინის და ფიზიოლოგიის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პრემია მას აუტოფაგიის მექანიზმების შესწავლისთვის მისცეს – ეს  უჯრედების „თვითკვებას“ ნიშნავს. ოსუმი მოლეკულური ბიოლოგია და ის ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს.
ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ მეცნიერის კვლევები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალი მოვლენის შესწავლის საშუალებას ქმნის – ესენია უჯრედების მუტაცია, რაც პარკინსონის დაავადებას იწვევს, დიაბეტი, სიმსივნე და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები