პარიზში კიმ კარდაშიანზე თავდასხმის დეტალები გახდა ცნობილი

ცნობილი გახდა პარიზში ამერიკელ მოდელზე და ტელეწამყვანზე, კიმ კარდაშიანზე თავდასხმის დეტალები. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კარდაშიანს სასტუმროში  რამდენიმე შეიარაღებული პირი თავს დაესხა და ის გაძარცვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ამჟამად პოლიცია გატაცებული ნივთების ზუსტ ფასს ადგენს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა ხუთმა ნიღბიანმა პირმა მოაწყო, რომლებსაც პოლიციელების ფორმა ეცვათ.
კარდაშიანი არ დაშავებულა, მაგრამ მან „ძლიერი შოკი მიიღო“. კიმ კარდაშიანი პარიზში „მოდის კვირეულზე“ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები