ვახტანგ ხმალაძე: ოქრუაშვილის მხრიდან ინციდენტის პოლიტიზირება შესაძლოა სიმართლეა, შესაძლოა – პოლიტიკური სპეკულაცია

„ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო ჯერ არ ყოფილი, თუმცა, რომ გამოძიებულიყო კორცხელი, არ იქნებოდა გორი”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
​ხმალაძე შედარებებს აკეთებს და მიაჩნია, რომ საარჩევნო გარემო, გასულ წლებთან შედარებით, მშვიდია. თუმცა „რესპუბლიკელი“ მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებების მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს. ხმალაძე გუშინ გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“ ამ ფაქტის გამოძიება, რაც გუშინ გორში მოხდა, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია და ძალოვნებს არ უნდა გაუჭირდეთ. იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე.
ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იქნას დროულად გამოძიებული, რათა არ განმეორდეს ახალი. რომ გამოძიებულიყო დროულად კორცხელი, არ იქნებოდა გორი. საარჩევნო გარემო შედარებით მშვიდია, ვიდრე ეს იყო წლების წინ.
ოქრუაშვილის შესაძლოა, ინციდენტის პოლიტიზირებისთვის აქვს მიზეზი, თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა პოლიტიკოსები მსგავსი ფაქტებით სპეკულირებდნენ“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები