თალიბებმა ავღანეთში ქალაქი ქუნდუზი დაიკავეს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში, ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს და პროვინციის ცენტრი, ქალაქი ქუნდუზი დაიკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეტევა ღამის საათებში დაიწყო. ქალაქში ამ დრომდე ბრძოლა მიმდინარეობს. თალიბებმა ქუნდუზის მახლობლად მდებარე ქალაქი ნავაბადიც დაიკავეს, იქ „ბოევიკებმა“ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი აიღეს და ჯარისკაცები მოკლეს.
„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავს, ქუნდუზი პრაქტიკულად ცარიელია და იქ ყველა სავაჭრო ობიექტი დახურულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები