მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-5 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნება (Policy Dialogue: What next for the eastern Partnership?), ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კენტის უნივერსიტეტისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის თემაზე ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (Brussels Conference on Afghanistan, Partnership for Prosperity and Peace) რომელსაც ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები