შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგას თავს დაესხა

წუხელ ღამით, შეიარაღებული მამაკაცი, მოსკოვის ცენტრში მდებარე სინაგოგას თავს დაესხა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მამაკაცს დაცვამ არ მისცა საშუალება სინაგოგაში შესულიყო, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და დაცვის ერთ-ერთი წევრი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ბენზინიანი ავზიც თან ჰქონდა და სინაგოგის დაწვით იმუქრებოდა.
მამაკაცი, სავარაუდოდ, მოსკოვის მცხოვრებია. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები