“ქართული ოცნების” წევრები, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფოში რჩებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძიდან საავადმყოფოში გადაყვანილი “ქართული ოცნების” წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმი აკეთებს.
მისი განცხადებით, სტაციონარში სამი ნაცემი ახალგაზრდაა გადაყვანილი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიკა დემეტრაძეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ასევე, ნაცემები არიან თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი. როგორც პაციენტები ყვებიან, ტრავმები ურთიერთშელაპარაკებისა და შეხლა–შემოხლის დროს მიიღეს. მათგან ორს აქვს ტვინის შერყევა, ერთს თავის ზედაპირული ტრავმა. ისინი ამ დრომე საავადმყოფოში რჩებიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს ფიზიკურად დღეს საღამოს მაშინ გაუსწორდნენ, როცა ისინი ფლაერებს არიგებდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები