„ილია არის ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი, დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება კერძო სექტორში, მას ძალიან გამოადგება პარლამენტში“

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია ამომრჩეველს დღეს პრემიერ მინისტრმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

„ილია არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი, დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება კერძო სექტორში, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად უკვე გააჩნია, მას ძალიან გამოადგება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა წარდგენისას პრემიერმა.

შეკრებილებს მიმართა დეპუტატობის კანდიდატმაც.
“სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი საერთო არჩევანის გაკეთებამდე! ჩვენს გამარჯვებამდე. წინასაარჩევნო პერიოდში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, ფაქტიურად თითოეულ თქვენგანს შევხვდი, კარგად გავიგე რა გიჭირთ და რა გილხინთ, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე წავსულიყავი პოლიტიკაში და ვყოფილიყავი თქვენი ინტერესების დამცველი პარლამენტში, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში და იცით რა არის მთავარი, მე ვიგრძენი თქვენი უზარმაზარი ნდობა, უზარმაზარი სიყვარული და ჩვენ გავხდით ძალიან ახლობლები, ჩვენ გავხდით ერთი ოჯახი. ჩვენ არ ვეძებთ მიზანს, ჩვენს ეს მიზანი თავად მოვიპოვეთ 4 წლის წინ და ნაბიჯ- ნაბიჯ, მტკიცეთ მივდივართ მისკენ, დოვლათიანი და აშენებული საქართველოსკენ და ამ სვლაში ყველა ერთად ვართ, ერთად ვშრომობთ, ერთად გვიხარია და ერთად ვზეიმობთ დიდ თუ პატარა გამარჯვებებს. 8 ოქტომბრიდან ჩვენი აღმშენებლობის მეორე ეტაპი იწყება! მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, გამარჯვება და მშვიდობა თქვენს ოჯახებს. 8 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენს უკეთეს მომავალს!“ – განაცხადა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები