შსს-ს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო. 20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები