გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში რომის პაპთან შეხვედრას დაესწრო

საქართველოში ვიზიტით მყოფი რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საქართველოში რომის პაპის ვიზიტი დღეს დაიწყო. საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები