ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის საელჩოში შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი დატოვა

​საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და საზოგადოება “მოქალაქის” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის საელჩოში ისრაელის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი დატოვა.
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთი კვირის წინ გაუარესდა. პერესმა ინსულტი გადაიტანა.
13 სექტემბრიდან შიმონ პერესი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
​პერესი ისრაელის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა.ის ორჯერ იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ასევე სხვადასხვა დროს იკავებდა თავდაცვის, ფინანსთა, საგარეო, შს მინისტრის თანამდებობას. პრეზიდენტის პოსტს შიმონ პერესი 2007-2014 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები