ნარეკვავი-მცხეთის გზაზე ახალი ხიდი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ.-ზე ახალ სახიდე გადასასვლელს აშენებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიდზე მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ხიდი კომპანია „british petroleum“-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად, მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი.
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა ქ. მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ახალი სახიდე გადასასვლელი ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები