„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დასრულდა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს, 13:00 საათზე, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც „ფონდი ნატახტახტარი“ საზოგადოებას  პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეხუთე ტალღის დასრულების ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიებას კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, პროექტში ჩართული მხარეები და ბენეფიციარები დაესწრებიან . მათ საშუალება ექნებათ, გამოთქვან თავიანთი აზრი ფონდისა და ზოგადად ამ თემის გარშემო, ჩაერთონ საკითხის განხილვასა და დისკუსიაში. 160 000.26 ლარი და 156 ბენეფიციარი – ასეთია 2016 წლის „ფონდი ნატახტარის“ მონაცემები. კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი ჯუნეით არათი და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სტუმრებს ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვებული თანხის შესახებ.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში, ფონდში შეგროვდა 587 857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება, განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი  არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები