საქართველოს პრეზიდენტი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ,
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია კაცობრიობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის.
ნება მიბოძეთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, ისრაელის მთავრობასა და ებრაელ ხალხს.
მისი აღმატებულება შიმონ პერესი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელმაც ყველაზე რთულ დროს ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში ისტორიული როლი შეასრულა.
ამ დიდმა პოლიტიკოსმა მთელი თავისი ცხოვრება კოფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას მიუძღვნა და ნობელის პრემიით სწორედ მშვიდობის განმტკიცებასთვის დაჯილდოვდა.
მჯერა, რომ ებრაელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველმა ხალხმა ბატონი შიმონ პერესის სახით უდიდესი მეგობარი დაკარგა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
დარწმუნებული ვარ, რომ მისი მემკვიდრეობა დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობებისათვის.
გთხოვოთ, გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა შიმონ პერესის ოჯახს”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები