გარემოს დაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 %-იანი მაჩვენებლისთვის დაჯილდოვდა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული სასამართლო პრაქტიკა და 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და შედეგები განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლისთვის ჯილდო ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობასაც გადაეცა.
2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქპატენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები