თბილისში პირველი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი გაიმართება

თბილისი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ უმასპინძლებს. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სატრანსპორტო სფეროში შექმნილ პრობლემებზე საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ. ფორუმი პირველად ჩატარდება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
“სატრანსპორტო სფეროში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შექმნილი, ამიტომ ხვალინდელი ფორუმის თემის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ საკითხს შეეხება.
იქნება აგრეთვე საუბარი თბილისის გენერალური გეგმის შედგენაზე, რომელიც დედაქალაქს 2017 წლის აპრილის ბოლოს უკვე ექნება“, -განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საკრებულომ და მერიამ გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რომელიც მასობრივ მშენებლობასთან დაკავშირებით “სითი ინსტიტუტისგან“ მიიღეს.
“ საგულისხმოა, რომ თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში ჩვენ მივეცით რეკომენდაციები მერიას და საკრებულოს, რომლის ძირითადი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ უბნებზეა გათვალისწინებული.
ხვალინდელ ფორუმს დაესწრებიან ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც, სადაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ დედაქალაქისთვის იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც სატრანსპორტო სფეროს ეხება“,-განაცხადა მამუკა სალუქვაძემ .
მისივე განმარტებით, ყურადღება გამახვილდება საგზაო მოძაობის უსაფრთხოებაზე. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი ორგანიზატორების ინიციატივით ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები