საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა (ფოტო)

აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში თოვლი მოვიდა. როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სააგენტოდან აცნობეს, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, გოდერძის უღელტეხილზე ახლაც თოვს.

სინოპტიკოსების განცხადებით, მაღალ მთაში ღამით -2 -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპიც.

რაც შეეხება დღის ტემპერატურას, საქართველოში ჰაერი მომდევნო დღეებში 18-26 გრადუსამდე გათბება.
xulo

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები