25- 30 სექტემბერს ფესტივალი „გენდერი იწყება ჩემგან“ გაიმართება

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ინიციატივით, ფესტივალი „გენდერი იწყება ჩემგან“ გაიმართება. ფესტივალი 2016 წლის 25- 30 სექტემბერს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება. ფესტივალი ტარდება პროექტის „გენდერი იწყება ჩემგან“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, გურიის და კახეთის რეგიონებში გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე, ქალთა უფლებების დაცვის და მათი სოციალური ჩართულობის გააქტიურების მიზნით.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის ვადები და მისამართები: 25 სექტემბერი, 14:00 – 18:00, ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი); 28 სექტემბერი, 14:00 – 18:00, ადგილმდებარეობა – ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლელიანი); 29 სექტემბერი, 14:00 – 18:00, ადგილმდებარეობა, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქ. №1); 30 სექტემბერი, 14:00 – 18:00, ადგილმდებარეობა: ჯვარის სათემო განათლები ცენტრი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი, ჭიჭინაძის ქ. №5ა)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები