კახეთის რეგიონში 700 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტი სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისივე ინფორმაციით, უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შექმნა, რის გამოც კახეთის რეგიონის 19 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. დაზიანდა საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაზიანებები უკვე თითქმის აღმოფხვრილია და 18 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. დარჩენილია 700-მდე აბონენტი.
,,დაზიანების ყველა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და კომპანია ამ დრომდე ყველაფერს აკეთებს ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადაში აღსადგენად.
ამინდიდან გამომდინარე, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები