მიხეილ გიორგაძე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს ესტუმრება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
მუზეუმებში საქართველოს მასშტაბით უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2016 წლის თემის “მემკვიდრეობა და საზოგადოება” ფარგლებში მოეწყობა.
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხვალ გამოფენა „ევროპელები მუზეუმის არქივებიდან“ გაიხსნება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. წარმოდგენილი იქნება ქართველი, გერმანელი, პოლონელი, ლატვიელი, უკრაინელი და რუსი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში მუზეუმის მოწვევითა და დაკვეთით, სხვადასხვა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დიზაინს ქმნიდნენ.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, დამთვალიერებელი პირველად იხილავს იული სტრაუმეს, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიჰ ჰრინევსკისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებს.
გამოფენის მსვლელობისას რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ჩატარდება – მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირს. მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შემოვიდა ევროპა საქართველოში (ჟან შარდენი, კასტელი და სხვა მისიონერები), ასევე სულხან საბას მოგზაურობას ევროპაში და მისი ინიციატივის მნიშვნელობებს, ევროპელების დასახლებაზე საქართველოში (გერმანელები, პოლონელები) და მათ კულტურული მემკვიდრეობის გავლენებზე, რასაც მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებიც წარმოაჩენს. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები შეადგენენ ორნამენტს და შემდეგ ამ ორნამენტით  ლარნაკს, ქილას, ბოთლს, საყვავილეს და ა.შ. მოხატავენ
ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა საჯარო ლექცია თემაზე “დიზაინის და მხატვრული ფორმის განვითარების ისტორია ევროპასა და მსოფლიოში, ხალხური და გამოყნებითი ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების მაგალითზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები