„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სოფელ უჩაშონას რწმუნებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას რწმუნებულს, ბეჟან ჭურღულიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბეჟან ჭურღულია ორმა პირმა გამგეობის შენობიდან გამოიყვანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ახალსოფლის გამგეობის წარმომადგენლის, ლადო ქვარცხავას ინფორმაციით, პირები, რომლებმაც უჩაშონას რწმუნებული სცემეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები – გიგა მაქაცარია და ნიკა ჭურღულია არიან.
ბეჟან ჭურღულია ამჟამად დაკითხვაზე ზუგდიდის სამმართველოში იმყოფება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე , ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები