ბათუმი კვლავ დაიტბორა – საპორტო ქალაქში გადაუღებლად წვიმს (ფოტო)

ბათუმში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს. საპორტო ქალაქში ხანგრძლივმა და ძლიერმა წვიმამ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ბათუმის როგორც ცენტრალურ, ასევე ჭაობის დასახლების ქუჩებში ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ.
წყალი ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფებში შევარდა.
ზოგიერთ ქუჩაზე წყლის სიმაღლე 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია.
14359095_953506198104764_8524123352094631300_n                                              14317464_953506124771438_7428095261860644437_n 14317473_953506098104774_1934010077628284901_n                                                                 14344713_953506094771441_511401311598577784_n
14322244_953506208104763_7190738880076195268_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები