რუსთავში „მაკდონალდსის“ რესტორანი გაიხსნება

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი გაიხსნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, „მაკდონალდსის“ ახალ რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, ნვესტიციის მოცულობა კი 4.8 მილიონი ლარია.
„მაკდონალდსში“ მოქმედებს „დრაივის“ სერვისი, საბავშვო ტერიტორია მოიცავს დაბადების დღის დარბაზსა და სათამაშო ზონას, რესტორანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები