ახალი ვირუსი ფეისბუქზე – როგორ დავიცვათ თავი ?

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელ ფეისბუქს გაუგებარი წარმომავლობის ვირუსი უტევს. მომხმარებლების ანგარიშზე, კერძოდ კი მთავარ პანელზე მეგობრების მიერ სხვადასხვა ბმულები ზიარდება. სიანტერესო ის არის, რომ მეგობრები, რომლებიც თითქოს, ბმულს აზიარებენ, ამის შესახებ ინფორმირებულები არ არიან. ბმულზე გადასვლისას კი ანგარიშის მომენტალური დაინფიცირება ხდება. საკუთარი პროფილის სურათის გამოსახულებიანი ბმული, ერთი შეხედვით, სანდომიანად გამოიყურება, თუმცა, მის მიღმა, შესაძლოა, უცნობი ადამიანების მიერ ჩვენი პერსონალური მონაცემების მოპოვების მცდელობა იყოს. შევეცადეთ, გაგვერკვია, თუ რა ტიპის ვირუსია, რომელიც დღეს ჩვენს ფეუსბუქს უტევს, როგორ ვრცელდება ის და რა უნდა ვიღონოთ, რომ არ გავებათ ბოროტმოქმედების მახეში. „კიბერ კვირას“ ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი ვასილ კეჟერაძე ესაუბრა.

“ასეთი ვირუსები ერთი და იგივე სქემით მოქმედებენ. როდესაც მომხმარებელი არასანდო ბმულზე გადადის, იქ ესვება ჯავა სქრიფთ კოდი – მომხმარებლის ბრაუზერს ის ავტომატიზაციას უკეთებს იმისათვის, რომ მისი სახელით განახორციელოს აქტივობა იმ ვებგვერდზე, რომელიც მას სურს. ამ შემთხვევაში ეს ჯავა სკრიფ კოდი მომხმარებელს ფეისბუქზე ატოვებინებს სხვადასხვა ბმულებს. აი, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მავნე ბმულზე გადახვალთ, თავისუფლად შესაძლებელია, თქვენგან ისე გავრცელდეს სხვადასხვა ბმულები, მათ შორის თქვენი მეგობრების გევრდზე, რომ თქვენ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოთ. თუმცა, ახალი ამაში არაფერია, რადგან ვირუსების 99 % სწორად ასე მოქმედებს”, – განაცხადა კეჟერაძემ.

შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ფეისბუქში გავრცლებული ვირუსის მიზანი, კეჭერაძე აცხადებს, რომ პირველი და უმთავრესი მიზანი სხვადასხვა ვებ-გვერდების რეკლამირება, მათი პოპულარიზაცია და, რა თქმა უნდა, ფინანსური მოგების მიღებაა.

“როგორც წესი, ასეთ გზას ისინი მიმართავენ, ვისაც ლეგალური რეკლამების განთავსება არ შეუძლიათ – შესაბამისად, იყენებენ არალეგალურ სარეკლამო ქსელებს. არალეგალურ რეკლამებში კი ვგულისხმობ შეურაცხმყოფელ და 18 + კონტენტს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა, ვებ-გვერდზე გადასვლისას, შეიძლება, ვერ მოასწროს რეკლამის დაფიქსირება, ბმულზე გადასვლისას, შესაძლოა, რომელიმე ვებ-გვერდზე მნახველების და მოწონებების რაოდნეობამ მოიმატოს”, – აცხადებს კეჟერაძე.

შეკითხვაზე, თუ საიდან იმართება ვირუსი და არის თუ არა შესაძლებელი, მისით დაინფიცირების შემდეგ ჩვენი პეროსნალური მონაცემები მოულოდნელად ინტერნეტში არსებულ რომელიმე შავ ბაზარზე მოხვდეს, კეჟერაძემ განაცხადა, რომ ამის თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, რაც შეეხება წარმომავლობას, მისი განცხადებით, საქართველოში ასეთი ტიპის ვირუსების შექმნა ნაკლებად არის შესაძელებლი. კეჟერაძის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ვირუსები საქართველოს ინტერნეტსივრცეში უცხოეთიდან შემოდის.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ უნა დავიცვათ მათგან თავი, კეჟერაძეს ერთადერთი პასუხი ჰქონდა: „საუკეთესო პრევენცია მათგან თავის დასაცავად ის იქნება, თუ მსგავ ბმულებს არ გავხსნით“, – განაცხადა კეჟერაძემ ჩვენთან საუბრისას.

წყარო : http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები