პროფკავშირების გაერთიანებამ ვაზისუბანში მინი ფეხბურთში საუბნო ჩემპიონატი ჩაატარა

პროფკავშირების გაერთიანებამ ვაზისუბანში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად მინი ფეხბურთში საუბნო ჩემპიონატი ჩაატარა.
საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობა ვაზისუბნის მიკრორაიონების გუნდებმა მიიღეს. ფინალში ერთმანეთს გუნდი „ბებრები“ და გუნდი „ლუქსი“ შეხვდნენ. საფინალო მატჩი ანგარიშით 8:6  გუნდი „ბებრების“ სასარგებლოდ დასრულდა.
გამარჯვებულებს ვაზისუბნის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა – ირაკლი პეტრიაშვილმა მიულოცა. პეტრიაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები