ისნის რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ბოგდან ხმელნიცკისა და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები