სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ

მთაწმინდისთვის და საქართველოსთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ” – ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
“მმართველმა გუნდმა ყველაზე ადრე გაიგო, რომ ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც წარსულის ძალის დამარცხების შანსი აქვს. ვთვლი, რომ მთაწმინდისთვის და საქართველოსთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ. სხვა კანდიდატების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ვისაც პარტია აქვს და შეუძლიათ, პარლამენტში პარტიით გავიდნენ, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ მთავარი იმ ძალის პირველივე ტურში დამარცხებაა, რაც სიმბოლური იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, იგი ახალი ტიპის კამპანიას გეგმავს.
მისივე თქმით, ამომრჩევლის ყალბი დაპირებებით მოსყიდვა სრულიად გამორიცხულია.
“ამომრჩეველი იმდენად გაიზარდა, რომ მისთვის ყალბი დაპირებები შეურაცხმყოფელია. მე ვიცი, დეპუტატს რეალურად რისი შესაძლებლობა აქვს. ერთ ადამიანს ვერ ექნება ყველა საკითხზე წვდომა, მაგრამ მე ვიცი, პარლამენტში შესვლის შემდეგ რა თემებზე ვიმუშავებ. ესაა მოქალაქების საკითხი, რაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე – ეს არის ქვეყანაში ევროპული სტანდარტების შემოღება – როგორ უნდა დავიცვათ ქალაქი ჰაერის დაბინძურებისგან, როგორ დავარეგულიროთ მოძრაობა, როგორ გადავიდეთ ახალ სტანდარტებზე და ვიცხოვროთ, როგორც განვითარებულმა ევროპულმა ქვეყანამ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები