ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მე-6 რეგიონალური შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ვერე პალასში‘‘ მე-6 რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი დაესწრო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერით, პროგრამის – „პარტნიორობა რადიოაქტიური წყაროების რეგულირების სფეროში“ ფარგლებში ტარდება. მხარეებმა საინფორმაციო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ARIS-ის შემადგენელი მოდულების სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩეხეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, უკრაინის და უზბეკეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები