ონლაინ მაღაზია HIPPO ინოვაციურ სერვისებს გთავაზობთ

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად ვითარდება სერვისები, რაც უფრო ამარტივებს თქვენს ცხოვრებას. ახლა უკვე შესაძლებელია, უმოკლეს დროში მიიღოთ ნებისმიერი ტიპის მომსახურება, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ფული და ენერგია.
HIPPO არის უპრეცედენტო სერვისი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს. ის გთავაზობთ საყოფაცხოვრებო, ციფრული და სპეციალური ტექნიკის, ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის და სხვა მრავალი პროდუქტის ერთიანი წესით ყიდვას, იჯარას, იჯარას შესყიდვით, HIPPO განვადებას და აგრეთვე, საბანკო განვადებას.
ონლაინ მაღაზია HIPPO სხვა ონლაინ მაღაზიებისგან გამოირჩევა გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. HIPPO მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს ინოვაციურ სერვისებს. ერთ-ერთი უპრეცედენტო სერვისი, რომელსაც HIPPO გთავაზობთ არის – იჯარა და იჯარა შესყიდვით. ახლა თქვენ შეგიძლიათ HIPPO – სგან იქირაოთ ნივთები, თქვენთვის სასურველი ვადით. იჯარით გათვალისწინებული პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიტოვოთ თქვენთვის სასურველი ნივთი მუდმივ მფლობელობაში.
აგარაკზე ყოფნისას ან წვეულების მოსაწყობად თქვენ აღარ დაგჭირდებათ ავეჯის და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ გაქვთ რემონტი და გჭირდებათ ხელსაწყოები, რომლებსაც რემონტის დასრულების შემდეგ ვერაფერში გამოიყენებთ, შეგიძლიათ იქირაოთ რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ფოტო, ვიდეო და მოძრავი კამერა – GoPro, დაუვიწყარი წუთების აღსაბეჭდად. თუმცა, თუ გადაწყვეტთ რომ ნივთი დაიტოვოთ საკუთრებაში და აღარ დაუბრუნოთ მაღაზიას, ამ შემთხვევაშიც არ ხართ შეზღუდული. HIPPO გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ მისი ერთ-ერთი ინოვაციური სერვისი – იჯარა შესყიდვით.
კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არის იჯარა ან იჯარა შესყიდვით მომხმარებლისთვის მომგებიანი, არის ის რომ თქვენ იხდით შედარებით ნაკლებს ვიდრე განვადების შემთხვევაში.
გარდა იჯარის ან იჯარით შესყიდვის სერვისებისა, ონლაინ მაღაზია HIPPO გთავაზობთ, როგორც საბანკო, ასევე შიდა განვადებას. შიდა განვადების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში პროდუქციაზე შედარებით ნაკლები წლიური საპროცენტო განაკვეთი დაგერიცხებათ, ვიდრე სხვა ონლაინ მაღაზიებში. რაც მთავარია, განვადება დაგიმტკიცდებათ რამდენიმე წუთში, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთების მოთხოვნის გარეშე.
ონლაინ მაღაზია HIPPO – ს სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე HIPPO.ge (https://hippo.ge/) სადაც წარმოდგენილია მომსახურების ფართო ასორტიმენტი: იჯარა, იჯარა შესყიდვით, განვადება (როგორც საბანკო ასევე შიდა განვადება) და პირდაპირი შესყიდვა. თქვენ ამ ყველა სერვისის მიღება შეგიძლიათ ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები