ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების წესები – ბათუმში კომპანია „იზოჯამი“-ს კონფერენცია გაიმართება

სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვას“ ორგანიზებით თურქული კომპანია „იზოჯამი“ დღეს ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ“-ში
ატარებს კონფერენციას თემაზე – “ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების წესები და მულტი კომფორტის სახლი“. „იზოჯამი“ 50 წლიან გამოცდილებას გაუზიარებს ქართულ საზოგადოებას.
ორგანიზატორების ცნობით,
ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია პროექტის შემუშავებისა და შენობათა რეკონსტრუქციის დროს. ამ მიმართულებით სამინისტროებს, უნივერსიტეტებს და სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის საკითხები განიხილება.
“ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ფართო არჩევანით კომპანია “ნოვა“ ნოვატორია ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანია “იზოჯამის“ ოფიციალური დილერია საქართველოში და მეზობელ სომხეთში. „მულტი კომფორტის სახლი“ “იზოჯამის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც აქტიურად დაინერგა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. შეხვედრის ორგანიზატორები გამოთქვამენ მზადყოფნას უზრუნველყონ სრული საინფორმაციო მხარდაჭერა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და მოხმარების შესახებ“,- აცხადებენ კომპანიაში.
ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება, ღონისძიებას დაესწრებიან:კომპანია „IZOCAM“-ის მარკეტინგის დირექტორი – ქემალ ბაირაკტარი, ექსპორტის მენეჯერი ემრე გიზლიერ, დემირ აჰმეთ დემირთაშდა სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები