ყაზბეგის გამზირის №22-ში ვითარება სხვაგვარად იყო – ნინო სულხანიშვილი

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყაზბეგის გამზირის №22-ში 45 საღი, ასწლოვანი ხე მოიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება და მოჭრილ ხეებს შორის იყო ისეთებიც, რომლებიც, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების კერა გამხდარიყო.
როგორც „სითი კვირას“ ნინო სულხანიშვილმა განუცხადა, ყაზბეგის №22-ში ვითარება სხვაგვარად იყო, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, ტერიტორია 2007 წელს გასხვისდა და მშენებლობის კოეფიციენტიც პროექტს დედაქალაქის წინა მთავრობის დროს ჰქონდა მინიჭებული.
„მიუხედავად, იმისა, რომ ეს ქალაქისთვის ძალიან საჭირო პროექტი იყო, ჩვენ მათ საღი ხეების მოჭრის ნებართვა მაინც არ მივეცით და მათსავე კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც 2007 წელს გაიყიდა, იმ პერიოდშივე ჰქონდა მინიჭებული კოეფიციენტი, რომელიც უფლებას აძლევდა მეპატრონეს, მაღალი შენობა აეშენებინა. კანონის შესაბამისად მოვთხოვეთ მათ, წარმოედგინათ შესაბამისი დასკვნა ხეების შესახებ“, – აცხადებს ნინო სულხანიშვილი.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე იდგა 20 პირამიდული ვერხვი, იგივე ალვის ხე, რომლებიც ამორტიზებული, ქარქცევადი და საფრთხის შემცველია და რომელიც აუცილებლად უნდა მოჭრილიყო.
„ნეტავ, ჩვენს სამსახურს ჰქონდეს ბიუჯეტი, რომ ქალაქში ყველგან ასეთი ხეები მოვჭრათ. იქ იყო, ასევე, 17 ძირი იფანი, რომლებიც ბევრი დაავადების კერა შეიძლებოდა გამხდარიყო. ამ ხეებს ვარჯის უმეტესი ნაწილი გამხმარი ჰქონდათ“, – აცხადებს სულხანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები