მარნეულში 200 ადამიანი მოიწამლა – მათ შორის არიან ბავშვებიც

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით 200-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 28 მცირეწლოვანი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელია. მოწამლულები გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათი ნაწილი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოებიდან რუსთავსა და თბილისში გადმოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები