ქეთი მელუა გორის ტიხრული მინანქრის სკოლას ესტუმრა

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში მყოფი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ტიხროვანი მინანქრის ოსტატის, ერმიელ მაღრაძის სახელოსნოში დაპატიჟა.
ქეთი მელუა გორში ქალთა კამერულ გუნდთან ერთად რეპეტიციებს გადის. ოქტომბერიდან კი გუნდთან ერთად ევროპის გარშემო საკონცერტო ტურნეს მოაწყობს.
სახელოსნო გორის მერის ინიციატივით, 2015 წლიდან, სამხატვრო სკოლასთან გაიხსნა. პროექტის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეგირდებს ტიხრული მინანქრის დამუშავებას შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები