როდის აგრილდება საქართველოში – ამინდის პროგნოზი

29 – 30 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +31, +36° იქნება.
“31 აგვისტოს – 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
1 სექტემბრიდან შედარებით აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32° იქნება. 1 სექტემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები