გიორგი მარგველაშვილმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ ხალხს და იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა. ამის შესახებ “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
”ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა იტალიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შესახებ. ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე და ოჯახი შეეწირა სასტიკ სტიქიას, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გიცხადებთ თანადგომას და ვგლოვობ იტალიელ ხალხთან, მთელ მსოფლიოსთან და თქვენს მეგობრებთან ერთად“, – აღნიშნულია ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები