დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია იმართება

დედაქალაქის საკრებულს შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები – “პატრიოტთა ლეგიონი” და “ახალგაზრდული მოძრაობა” აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დავით ნარმანიას „უღირს საქციელს“ აპროტესტებენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკრებას ხმაური მოჰყვა, ერთმანეთს „პატრიოტთა ლიგის“ წევრი და რიგით მოქალაქე დაუპირისპირდნენ. მოქალაქემ აქციის მონაწილეს მიმართა და უთხრა,რომ ისინი ფინანსდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან და მან გააპროტესტა აქციის მონაწილეების შეკრების მიზეზი, რასაც ტერიტორიაზე მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში 16:00 საათზე უნდა მივიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები