კერიმ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში განუცხადეს, კერი და ლავროვი 29 აგვისტოს ჟენევაში შეხვდებიან ერთმანეთს. საუბარი სირიის კონფლიქტს და უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები