უკრაინის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკას და რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რუსული მედიის ცნობით, პოლტორაკას გარდა სიაში მოხვდნენ: უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, სახმელეთო ძალების სარდალი სერგეი პოპკო და ეროვნული გვარდიის სარდალი იური ალეროვი.
ამ პირებს მოსკოვი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვებში, ასევე მძიმე შეიარაღების გამოყენებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს წინააღმდეგ ასევე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები