ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ტელეეთერს უბრუნდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის პროექტში, ახალ სატელევიზიო სეზონზე, 1 სექტემბრიდან გამოჩნდება.
ყოფილი პრემიერი ნათია თოიძისა და მიშა ფეიქრიშვილის გადაცემაში სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “კვირას“ მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის საშუალება სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებსაც ექნებათ.
გადაცემა, რომლის სახელმწოდებაც ჯერჯერობით უცნობია, საათნახევარს გაგრძელდება და ტელეკომპანია GDS- ის პირდაპირ ეთერში კვირაში ორჯერ გავა.
„გადაცემა კვირაში ორჯერ პირდაპირი ეთერში გავა. წამყვანები ვიქნებით მე და ნათია თოიძე, სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება, სულ 11 გადაცემა გავა. სხვადასხვა რეგიონიდან გავალთ ეთერში. ეს გადაცემა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენს აქტივობას, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და თემებში არანაირი ტიპის შეზღუდვა არ იქნება, გადაცემის სახელწოდება, ეთერში გასვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია, დასკვნითი გადაცემა თბილისში იქნება“, – განუცხადა “კვირას“ მიშა ფეიქრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები