„კავკასიის კალიფორნია“ – New York Times-ი საქართველოზე სტატიას აქვეყნებს (ფოტო)
საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის ღვინის უძველესი კულტურა, გოგირდის აბანოები, უმშვენიერესი კერძები და ელექტრონული მუსიკის ფესტივალები. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს. სტატია საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის სიტყვებით იწყება.
„როდესაც 1970-იან წლებში მე ლენინგრადში ვსწავლობდი, ჩვენი ჯგუფი თბილისში ჩაიყვანეს. ეს იყო ოზის საოცრებათა ქვეყანაში ჩასვლის მსგავსი – უცებ ყველაფერი შავ-თეთრიდან ფერადად გადაიქცა“, – ამბობს კელი.
სტატიაში თბილისის ღირშესანიშნაობებია აღწერილი. გამოცემა წერს, რომ სამოქალაქო ომის და რევოლუციების შემდეგ საქართველოს დედაქალაქმა ძველი იერსახე აღიდგინა და ის ქვეყნის კულტურის და ტურიზმის ცენტრი გახდა.