პრეზიდენტი გონიოშია: მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი, რომ თანადგომა გამოვხატო

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, გონიოში იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი დაკარგული ჯარისკაცების ახლობლებსაც შეხვდა. „მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი, რომ თანადგომა გამოვხატო“, – მიმართა მათ გიორგი მარგველაშვილმა.
შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები